ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული ფილმის ჩვენება ბუდაპეშტის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე

2018 წლის 24 იანვარს ბუდაპეშტის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის (BIDF) ფარგლებში, კინოთეატრში Cinema City Arena Plaza გაიმართა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის მარიამ ჭაჭიას ფილმის „მოუსმინე სიჩუმეს“ ჩვენება.

ფილმმა და მასში ასახულმა პრობლემებმა უნგრელი მაყურებლის გულწრფელი  ინტერესი გამოიწვია - ჩვენების შემდეგ გამართულ განხილვაზე მაყურებლებმა ქართველ რეჟისორს არაერთი შეკითხვა დაუსვეს ფილმის გადაღების პროცესზე, მასში მონაწილე პერსონაჟებზე და აღნიშნეს რომ ფილმმა არა მხოლოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, არამედ სრულიად შეცვალა მათი ხედვა ფილმში ასახულ სოციუმში არსებულ გამოწვევებთან  მიმართებაში.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთში საქართველოს საელჩო აქტიურად იყო ჩართული ფილმის ჩვენების საორგანიზაციო საკითხებში და ფინანსური თანამონაწილეობა მიიღო ფილმის უნგრულენოვანი სუბტიტრების თარგმანსა და მომზადებაში.

 

 
Listen to the Silence - Screening of the film by Georgian Director Mariam Chachua within the BIDF
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ