ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თბილისმა უნგრეთის კულტურის დღეებს უმასპინძლა

2017 წლის 4-5 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს ორგანიზებით თბილისში უნგრეთის კულტურის დღეები ჩატარდა.

ორი დღის განმავლობაში ქართულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა უნგრეთის ტრადიციულ ფოკლორს და თანამედროვე თუ კლასიკოსი უნგრელი მხატვრების ნამუშევრებს: ხელოვნების სასახლეში გაიმართა ცნობილი უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის  მიხაი ზიჩის ნამუშევრები გამოფნა. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენილ იქნა 23 თანამედროვე უნგრელი იუველირის ნამუშევრები,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა უნგრული საეკლესიო და ფოლკლორული მუსიკის კონცერტი.  თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა უნგრელი რეჟისორის დრამით "On Body and Soul." უნგრული კულტურის დღები კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში უნგრული ეროვნული ცეკვების გალა-კონცერტით დასრულდა.

უნგრეთის კულტურის დღეების ფარგლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უნგრეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს პიტერ ჰოპალის უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი, საქართველოს ელჩი უნგრეთის რესპუბლიკაში ზაზა კანდელაკი.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები  კულტურის სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის თეატრის, კინოს, მუსიკის, ძეგლთა დაცვის და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით.

უნგრეთის კულტურის დღეები საქართველოში ჩატარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლის ქ-ნ მაია ცინაძის პატრონაჟით და მიეძღვნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

 

 
Hungarian Cultural Days in Tbilisi (4-5 December, 2017)
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ