ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

2017 წლის 3-5 დეკემბერს მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ივან ბრაიოვიჩი ოფიციალური ვიზიტით ეწვია თბილისს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან. 

შეხვედრებზე მხარეებმა   განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და ხაზგასმით აღნიშნეს მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, ორ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებს, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში მეგობარი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების პერსპექტივასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენებაზეც ისაუბრეს.

ქართულმა მხარემა მადლობა გადაუხადა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისა და დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტს  სრული მხარდაჭერა და აღნიშნა რომ მისი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში - „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის.“

 

 

 

 
President of the Parliament of Montenegro visits Georgia
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ