ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში

2017 წლის 26 ნოემბერს უნგრეთში საქართველოს საელჩომ, ელჩის მეუღლის ქ-ნ ნინო გოგორიშვილის ჩართულობით, მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საქველმოქმედო საშობაო  ბაზრობაში, რომელიც ჩატარდა ბუდაპეშტში მდებარე სასტუმრო „InterContinental”-ის სამეჯლისო დარბაზში, უნგრეთში მოქმედი დიპლომატების მეუღლეების კლუბის (DSB) ორგანიზებითა და უნგრეთის პრეზიდენტის მეუღლის ანიტა ჰერცეგის პატრონაჟით.

ბაზრობაში მონაწილეობდნენ ბუდაპეშტში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ადგილობრივი კომპანიები. ბაზრობის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და შეეძინათ ქართულ კუთხეში წარმოდგენილი ტრადიციული  ტკბილეული და ღვინო.

შემოსული თანხები მთლიანად გადაერიცხა ბუდაპეშტის ჰაიმ პალის ბავშვთა საავადყოფოს, ბუდაპეშტის სენტ იშტვანის საუნივერისტეტო კლინიკის ბავშვთა ჰემატოლოგიისა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის განყოფილებას, ესტერგომის ბოშა ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამას და ბუდაპეშტის შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვების  განათლებისა და განვითარების ინსტიტუტს SOFI. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ