ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა არარეზიდენტ ელჩებთან

2017 წლის 26 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, მონტენეგროს საელჩოში გაიმართა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის ივან ბრაიოვიჩის შეხვედრა არარეზიდენტ ელჩებთან, რომლებიც ბუდაპეშტიდან ფარავენ მონტენეგროს. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ბ-ნ ზაზა კანდელაკი.

შეხვედრაზე ბ-ნ ივან ბრაიოვიჩმა ელჩებს გააცნო მონტენეგროს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენები, ისაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე. განიხილა ბალკანეთში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვა მონტენეგროს როლს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში. საუბარი ასევე შეეხო მოვლენებს, რომლებიც წინ უსწრებდა მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანებას (სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა) და ამ მოვლენებთან დაკავშირებით მიმიდნარე გამოძიებას.

საქართველოს ელჩმა ბ-ნ ზაზა კანდელაკმა და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ ბ-ნ ივან ბრაიოვიჩმა განიხილეს საქართველოში მისი მომავალ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა ამ ვიზიტის მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ