ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი საერთაშორისო სამართალდამცავ აკადემიას ეწვია

2017 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ელჩი ბ-ნ ზაზა კანდელაკი შეხვდა ბუდაპეშტში მოქმედი საერთაშორისო სამართალდამცავი აკადემიის (ILEA) ხელმძღვანელობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ სამართალდამცავთა ლიდერობის უნარჩვევების განვითარების კურსში (Law enforcement and Leadership Development Course). შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ქართული სამართალდამცავებისათვის ზემოაღნიშნული აკადემიის პროგრამებში მონაწილეობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა აკადემიის ხელმძღვანელობას.

აკადემიის ხელმძღვანელობამ კმაყოფილება გამოხატა ქართველი მონაწილეების მიმართ. აღსანიშნავია, რომ კურსი ტარდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით. 7 კვირიანი ტრეინინგი მოიცავს სპეციალურად ამ რეგიონისთვის შექმნილ სასწავლო მოდულებს. მონაწილეები ეცნობიან ისეთ თემებს როგორიცაა: ლიდერობა და მართვა, რეგიონული საფრთხეები, ორგანიზებული დანაშაული, ტრეფიკინგი, უსაფრთხოება და ა.შ. აღნიშნულ კურსში მონაწილეობას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის 15 თანამშრომელი. ქართველ პოლიციელებთან ერთად აღნიშნულ კურსს ასევე ესწრებიან უნგრელი და სერბი პოლიციელები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ