ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მონტენეგროში საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტის შესახებ

2017 წლის 27-29 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნ ზაზა კანდელაკი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მონტენეგროში.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან პოლიტიკურ საკითხებში ელჩ ზორან იანკოვიჩთან, საკონსულო საქმეთა დირექტორატის გენერალურ დირექტორთან სელიმ ლიკასთან, ასევე მონტენეგროს პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ბრანიმირ გვოზდენოვიჩთან.ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა სამუშაო ლანჩი საგარეო და საერთაშორისო საკითხებში მონტენეგროს პრეზიდენტის მრჩეველთან დრაგიშა ბურზანთან.მონტენეგროს მხარესთან გამართულ შეხვედრებზე კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და განხილულ იქნა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. 

 
Ambassador of Georgia Visits Montenegro (27-29 September, 2017) (GEO)
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ