ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

უნგრეთში გურამ ოდიშარიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 21 სექტემბერს, ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ დარბაზში Kossuth Club-ში, უნგრეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, გაიმართა გურამ ოდიშარიას წიგნის "პრეზიდენტის კატა" პრეზენტაცია. წიგნის უნგრულენოვანი თარგმანი ეკუთვნის ილონა ერდეის. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „L'Harmattan“-მა სერიაში „Világ-szép-irodalom“ („მსოფლიო ლიტერატურის ულამაზესი ნიმუშები.“). პრეზენტაციას დაესწრო წიგნის ავტორი ბ-ნ გურამ ოდიშარია. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, უნგრეთის კულტურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები, უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.

 
Presentation of Guram Odisharia's President's Cat held in Budapest
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ