ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომაში

2017 წლის 11-14   სექტემბერს  უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა. სხდომაში  მონაწილეობა მიიღო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის ბ-ნ დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.

   

2017 წლის სხდომის  დღის წესრიგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: 21-ე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობები და გამოწვევები,  2020 წლის მდგრადი განვითარების მიზნების პოლიტიკის ჭრილში. გარემოს და ჯანმრთელობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების 2020 და 2030 წლების გეგმის მიხედვით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება მოსახლეობისთვის  მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდის მიზნით.

ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულირების (2005)  კომპონენტების განხორციელების დაჩქარება და ჯანმოს ევროპის რეგიონის წევრ ქვეყნებში ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმაზე, როგორც ხარჯთეფექტურ და შედეგებზე ორიენტირებულ მიდგომაზე, რომელიც ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს აჩენს. მისი განცხადებით, ჯანდაცვაში არ არსებობს მეორეხარისხოვანი პრიორიტეტი.

სხდომაზე ასევე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში თამბაქოსთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე.

რეგიონალურ შეხვედრაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები, პარტნიორი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლები მონაწილეობდნენ.   

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ