ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ხორვატიის ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან

8.09.2017 ქ.ტალინი, ესტონეთი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ .ტალინში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებშიგაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ხორვატიის ვიცე-პრემიერთან საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მარია პეჟინოვიჩ ბურიჩთან შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და ხორვატიას შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას, მათ შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით.  მინისტრებმა აღნიშნეს საქართველოსა და ხორვატიის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა. მათ შორის ხორვატიის საქმიანი წრეების საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებისა და ბიზნეს კავშირების დამყარების თვალსაზრისით. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ამ კუთხით ხორვატიის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, რაზეც ხორვატიამ დაადასტურა საქართველოს სრული მხარდაჭერა და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორვატიელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

     

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ