ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვიშეგრადის ოთხეული: ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე უნდა გაფართოვდეს

1.09.2017 ბუდაპეშტი, უნგრეთი - ​სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნების განვითარება და ამ მიმართულებით \"აღმოსავლეთ პარტნიორობის\" ქვეყნებთან თანამშრომლობა მოექცა ვიშეგრადის ოთხეულის ერთიანი დეკლარაციის ფოკუსში. 2017 წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია რომ V4-ისა და EaP შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ქმედებები, მიმართული ევროკავშირისა და ჩინეთის დამაკავშირებელი პლატფორმის ფარგლებში „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ინიციატივას, ევროპის ურთიერთკავშირების ინიციატივებსა და სხვა რეგიონულ ინიციატივებს შორის ურთიერთკავშირის გააქტიურებისკენ.მინისტრებმა აღნიშნეს რომ   გადაწყვეტილება კომპლექსური  „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის“  (TEN-T) აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე გაფართოების შესახებ უახლოეს მომავალში უნდა ამოქმედდეს.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკული გაერთიანების მიზნების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიცირების, ასევე რეგიონული  ენერგობაზრების ინტეგრაციის გზით, კვლავაც ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნების პრიორიტეტად რჩება. უკეთესი ურთიერთკავშირები დივერსიფიცირებულ ენერგო პორტფელთან ერთად უზრუნველყოფს  ენერგორესურსების ხელმისაწვდომობასა და მდგრადობას, რაც არის გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საფუძველი.მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის დერეფნის დროული რეალიზაციის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიშეგრადის რეგიონის სამხრეთ გაზის კორიდორთან ინტეგრაციის კონცეფციის ნებისმიერ ახალ საინიციატივო შენობას, რომელიც საშუალებას მისცემს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კასპიის გაზის ხელმისაწვდომობას, აძლიერებს ენერგოუსაფრთხოებას და მთლიანად ევროკავშირის ბაზრის ლიკვიდურობას.ამასთანავე, მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელიც ემყარება სამხრეთ გაზსადენის დერეფნის ვიშეგრადის რეგიონთან ინტეგრაციის კონცეფციას,  და  ზრდის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კასპიურ გაზთან წვდომის შესაძლებლობას, ემსახურება მთლიანად ევროკავშირის ბაზრის ენერგოუსაფრთხოებისა და ლიკვიდობის გაუმჯობესებას.მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ გარე ინვესტიციების ევროპული გეგმა გახდება ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც შექმნის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მიზნების განხორციელების შესაძლებლობას.  მათ ასევე მიუთითეს ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტების ფართო სპექტრზე (ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის, სამეზობლო საინვესტიციო ფონდი და ევროპული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები), რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვანი ინვესტიციების წყაროს და ქმნის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაფართოების, ხალხთაშორის კონტაქტების გაძლიერებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო ფონდების მობილიზების პოტენციალს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ