ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სპორტის საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრთან გამართული შეხვედრის შესახებ

2017 წლის წლის 26 ივლისს ბუდაპეშტში გაიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ-ნ შალვა გოგოლაძისა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის ბ-ნ დავით რურუას შეხვედრა სპორტის საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრთან ქ-ნ ტუნდე საბოსთან. (ზემოაღნიშნული პირები უნგრეთში იმყოფებოდნენ ქ. გიორში მიმდინარე ევროპის XIV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დასწრების მიზნით, რომელშიც მონაწილეობს ქართველ სპორტსმენთა გუნდი).

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, კერძოდ, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სპორტულ ფედერაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას სხვადასხვა მიმართულებებით.  ამ მიზნით, ქართულმა მხარემ უნგრულ მხარეს შესთავაზა ორი ქვეყნის სპორტის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

ქ-ნ ტუნდე საბო მიესალმა ქართული მხარის ინიციატივას და აღნიშნა, რომ უნგრული მხარე ღიაა თანამშრომლობისათვის და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ორმხრივი ურთიერთობების  შემდგომ განმტკიცებას.  

ბ-ნ შალვა გოგოლაძემ ქ-ნ ტუნდე საბო საქართველოში 2018 წლის სექტემბერში დაგეგმილ EPAS-სი მინისტერიალზე მიიწვია, ამ ღონისძიებამდე კი, ქართული მხარის შეთავაზებითა და მოწვევით, ქ-ნ ტუნდე საბო ოფიციალური ვიზიტით ეწვევა თბილისს (სავარაუდოდ მ.წ. შემოდგომაზე), რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ზემოხსენებულ თანამშრომლობის მემორანდუმს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ