ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა

2017 წლის 15 ივნისს ქ. ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელიც ჩატარდა „ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით,  საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან და უნგრეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატასთან მჭიდრო თანამშრომლობით; ევროპის სავაჭრო-სამრწეველო პალატათა ასოციაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო ქართული და უნგრული კომპანიების 100–ზე მეტმა წარმომადგენელმა შემდეგი სექტორებიდან: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო  გადაზიდვები და ლოგისტიკა, მშენებლობა, იურიდიული და საბანკო მომსახურება. ფორუმის დამთავრების შემდეგ გაიმართა ქართული ღვინისა და ბრენდის დეგუსტაცია და ეკონომიკური ფოტოგამოფენა. ასევე, დაინტერესებულ კომპანიებს შორის შედგა ორმხრივი შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

აღნიშნული ბიზნეს ფორუმი მიზნად ისახავდა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავებას. კერძოდ, ქართული ბიზნესის წარმოადგენლებისთვის ევროპულ ბაზარზე პოტენციური პარტნიორების მოძიებასა და საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

ღონისძიების გენერალური პარტნიორი იყო კომპანია ხარიზმა, ხოლო პარტნიორი – საქართველოს ბანკის წარმომადგენლობა უნგრეთში.

ევროპული სტანდარტების დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით, უნგრეთის დედაქალაქში ქართული ბიზნეს დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა გასვლითი ვიზიტები  ადგილობრივ წარმატებულ საწარმოებში.

აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს პროექტის ნაწილს, რომელიც გულისხმობს ვიშეგრადის ოთხეულის V4 წევრ ქვეყნებში  (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი) ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს პროექტების ხელშეწყობასა და განვითარებას.

 

 
Hungary-Georgia Business Forum - Budapest, 15 June, 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ