ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ბუდაპეშტს ეწვია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაში შედიონდნენ ლევან გოგიჩაიშვილი, გიორგი კახიანი, გედევან ფოფოხაძე და გიორგი ხატიძე, ბუდაპეშტში იმყოფებოდა, 2017 წლის 12-13 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით გაიმართულ მეორე რეგიონული სემინარში „ეროვნული პარლამენტების როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციაში“ მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა სესიას თემაზე: „კანონპროექტების თავსებადობა ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება“.

ეკა ბესელიამ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმა გააცნო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და აღსრულების ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს შეეხება.

ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა 2016 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის ძირითად კანონში - რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებზე და მათ ამოქმედებაზე.

სემინარის მონაწილეებმა მოისმინეს მოხსენებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაციის პროცესში ეროვნული პარლამენტების როლთან დაკავშირებით. გამოსვლების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის წევრები, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნებიდან და დამოუკიდებელი ექსპერტები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
11 12 13 15 17
18 19 20 21 22 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ