ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხორვატიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შესახებ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით, ხორვატიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტი ხორვატიის პარლამენტის მიწვევით შედგა, რომელიც ხორვატია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას ემსახურებოდა.

ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა და  საქართველოს პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ  თამარ ხულორდავამ, ჯგუფის წევრებთან - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილთან და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრ ალექსანდრე ქანთარიასთან ერთად, ხორვატიაში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.ვიზიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა ზაზა კანდელაკმა.

ორმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ხორვატიის გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს მხარეებმა ვიცესპიკერ მილიან ბრკიჩთან, ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ივან მილოშევიჩთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მირო კოვაჩთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად არის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დახმარება გაუწიოს.

 

 
Georgia-Croatia Inter-Parliamentary Friendship Group Visiting Croatia (1-2 June, 2017)
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ