ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

2017 წლის 30 მაისს საელჩოს ხელშეწყობით ბუდაპეშტის საკონცერტო დარბაზში „Pesti Vigado” გაიმართა ცნობილი ქართველი პიანისტის, UNESCO-ს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძისა და ფერენც ლისტის სახელობის კამერული ორკესტრის (კონცერტმეისტერი მაესტრო პიტერ  ტფირშტი) ერთობლივი კონცერტი, რომელიც მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ბ-ნ ზაზა კანდელაკმა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს მისწრაფებებსა და მიღწევებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, მაღალი შეფასება მისცა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებსა და მადლობა გადაუხადა უნგრეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე  მხარდაჭერისათვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური და კულტურული წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

კონცერტის ფარგლებში შესრულდა ბახის, ჰაიდნისა და მოცარტის ნაწარმოებები.

ქართველი პიანისტისა და უნგრელი მუსიკოსების საშემსრულებლო ხელოვნებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

 

 

 
Concert dedicated to the 25th Anniversary of the establishment of Diplomatic Relations between Georgia and Hungary held in Budapest
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ