ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

იმერეთის რეგიონის დელეგაცია უნგრეთის ვაშის რეგიონს ეწვია

2017 წლის 28–30 მაისს იმერეთის რეგიონის დელეგაცია სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ბატონ გივი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით და სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილის ბატონ იოსებ ხახალეიშვილის მონაწილეობით ვიზიტით  უნგრეთის ვაშის რეგიონს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებები  უნგრეთის ვაშის საგრაფოს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარესთან ბატონ ლასლო მაიტენისთან და გენ. ასამბლეის სხვა წარმომადგენლებთან.

მხარეები შეთანხმდნენ ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობების შექმნაზე ევროკავშირის ფონდების მოზიდვის პერსპექტივით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა განზრახულებათა წერილს (Letter of Intent) ორ რეგიონს შორის თანამშრომლობის დამყარების თაობაზე, ასევე მიღებულ იქნა  გადაწყვეტილება ახლო მომავალში მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.  

უნგრულმა მხარემ იმერეთის რეგიონის დელეგაცია  ვაშის დედაქალაქ სომბატჰეიში სავარიის ისტორიულ კარნავალზე მიიწვია, რომელიც მ.წ. აგვისტოში გაიმართება, ხოლო იმერეთი ვაშის დელეგაციას 2017 წლის სექტემბერში უმასპინძლებს.

 

 
The Delegation of Imereti Region visits Vas County (28-30 May, 2017)
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ