ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბუდაპეშტში დავით მაღრაძის პოემის ჯაკომო პონტის პრეზენტაცია გაიმართა

2017 წლის 23 მაისს ბუდაპეშტის ერთ-ერთ ცენტრალურ დარბაზში Kossuth Club-ში, გაიმართა ცნობილი ქართველი პოეტის დავით მაღრაძის პოემის „ჯაკომო პონტის“ პრეზენტაცია. პოემის უნგრულენოვანი თარგმანი ეკუთვნის ქართველოლოგ ჰაინალკა ბაბირაკს. წიგნი გამოსცა გამომცემლობა „L'Harmattan“-მა სერიაში „Világ-szép-irodalom“ („მსოფლიო ლიტერატურის ულამაზესი ნიმუშები.“)

პრეზენტაციას დაესწრო წიგნის ავტორი დავით მაღრაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრელი პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები, უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მიღება, სადაც წარმოდგენილი იქნა ქართული ღვინო და ქართული კერძები, რომლებიც მოამზადებული იქნა ბუდაპეშტში მოქმედი ქართული რესტორანის  „არაგვი-ის“ მიერ.

ზემოაღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

აღსანიშნავია, რომ წიგნი გამოცემულ იქნა უნგრეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა  და უნგრულ კომპანიის “Budapest Waterworks” (Fővárosi Vízművek Zrt. აღმასრულებელი დირექტორი - ბ-ნ ჩაბა ჰარანგი) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 
Presentation of the poem “Giacomo Ponti” by Dato Magradze
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ