ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი მონტენეგროსა და ხორვატიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია

2017 წლის 10-16 მაისს გაიმართა ელჩის ბ-ნ  ზაზა კანდელაკის სამუშაო ვიზიტი მონტენეგროსა და ხორვატიის რესპუბლიკაში. მონტენეგროში ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან გაცნობა და ქ. ბუდვაში გამართულ უსაფრთხოების ფორუმში „2BS“ მონაწილეობა, რომელსაც საქართველოს სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ესწრებოდა.  ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები  მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური საკითხების სახელმწიფო მდივანთან ზორან იანკოვიჩთან, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან სელიმ ლიკასთან, საგარეო ურთიერთობების საკითხებში მონტენეგროს პრეზიდენტის  მრჩეველთან დრაგიშა ბურზანთან და მონტენეგროს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და მიგრანტების კომიტეტის თავმჯდომარესთან ანდრია ნიკოლიჩთან. ხორვატიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ხორვატიის საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გორდან ბაკოტასთან.

 

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ხაზი გაესვა  თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების მნიშვნელობას. 

 
Ambassador of Georgia pays working visits to Montenegro and the Republic of Croatia (10-16 May, 2017)
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 6 7 9
10 11 12 13 15 16
17 18 19 20 21 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ