ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უნგრეთს ეწვია

2017 წლის 2-5 მაისს უნგრეთს ვიზიტით ეწვია საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჟოლტ ნემეტთან და კომიტეტის წევრებთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან, უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან პეტერ შიკლოშთან, უნგრეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან არპად ველეზთან და წევრებთან, უნგრეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან, უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან იშტვან იაკაბთან, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უნგრეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან მიჰაი ბალასთან, დემოკრატიული ტრანზიციის საერთაშორისო ცენტრის (ICDT) პრეზიდენტთან, ელჩთან იშტვან დიარმატისთან, უნგრეთის  საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ინსტიტუტის (IFAT) დირექტორთან მარტონ შობერლთან და მის მოადგილესთან ლასლო ვაშასთან.

შეხვედრებზე მკაფიოდ იქნა ხაზგასმულ უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და  საგარეო პოლიტიკის მიმართ. მხარეებმა განიხილეს  სამომავლო გეგმები, პოსტ-ვიზალიბერალიზაციის შემდგომი დღის წესრიგი და მჭიდრო თანამშრომლობის დინამიკა ორ ქვეყანას შორის, მათ შორის განათლებისა და ეკონომიკის სფეროში.

უნგრეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან დასახულ იქნა კონკრეტული თანამშრომლობის გეგმა, რაც ითვალისწინებს ვიშეგრადის ქვეყნების საგრეო ურთიერთობათა კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, მას შემდეგ რაც უნგრეთი ვიშეგარდის ჯგუფის თავმჯდომარე გახდება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერების და ამ მიმართულებით შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობის შესახებ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა ყველა მიმართულებით და მიესალმა ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, როგორც პოლიტიკურ, ასევე სხვა სფეროებში.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობას ეუფლებიან უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამით, ხოლო ვიზიტის დასასრულს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ინტერვიუ მისცა უნგრულ ყოველდღიურ გაზეთს „Magyar Hirlap“-ს.

 

 
The delegation of the Parliament of Georgia visits Hungary (2-5 May, 2017)
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ