ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია

2017 წლის 20-21 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.

პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად საქართველოში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში  გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, საქართველოს პრეზიდენთან გიორგი მარგველაშვილთან,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან. 

შეხვედრების მთავარი თემები იყო პოლიტიკური ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.  მხარეებმა აღნიშნეს, რომ წლების მანძილზე, საქართველოსა და უნგრეთს შორის მრავალი მიმართულებით მტკიცე და წარმატებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. საუბრისას, ყურადღება დაეთმო საინვესტიციო მიმართულებას და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი;ყურადღება დაეთმო საინვესტიციო მიმართულებას და უნგრული კომპანიების მზარდ ინტერესს საქართველოში დაგეგმილი პროექტებისადმი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელზედაც აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთის სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობაზე, ტურიზმის, ავიაციის, კულტურის, მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა, რომ კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ რეისებს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, რაც, უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ხალხთაშორის კავშირების გამყარებას, ისე ტურიზმის განვითარებას. ქართული მხარის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში უნგრელი ტურისტების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საუბარი შეეხო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ქართველ სტუდენტების სწავლების დაფინანსების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმება", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ინვესტიციების წახალისების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია", „დამატებითი ოქმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის საგანმანთლებლო გაცვლით პროგრამაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთის წამყვანი ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 
Official Visit of Prime Minister Viktor Orban to Georgia (20-21 April, 2017)
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ