ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი ხორვატიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს შეხვდა

2017 წლის 16 თებერვალს ქ. ზაგრებში შედგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზაზა კანდელაკის შეხვედრა ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან.

ჯგუფის ხელმძღვანელთან ნენად სტაზიჩთან განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის გეგმები. უახლოეს ხანში იგეგმება საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი ქ. ზაგრებში თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით.

მხარეები შეთანხმდნენ ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარის ბოჟო პეტროვის საქართველოში ვიზიტის ორგანიზებაზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ