ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ბუდაპეშტში ვიზიტის შესახებ

2017 წლის 30-31 იანვარს შედგა „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ქ. ბუდაპეშტში დ. საგანელიძის ხელმძღვანელობით. დელეგაციამ ქ. ბუდაპეშტში გამართულ „Hotel Investment Conference CEE&Caucasus“-ში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში უძრავი ქონების განვითარებას და ინვესტირებას ეძღვნებოდა.

ქართული დელეგაციამ შეხვედრები გამართა უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე დეველოპერი და ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებთან. საუბარი ასევე შეეხო რეგიონებში სასტუმროების განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის წყალტუბოს როგორც ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინებასა და რაჭის ტურისტული ზონის განვითარებას. საელჩოს ორგანიზებით, ფონდის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა უნგრული „Exim Bank“-ის ხელმძღვანელობასთან და წამყვანი უნგრული სამშენებლო კომპანია „KESZ“-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა უნგრულ მხარეს  საქართველოს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ გააკეთეს პრეზენტაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.  მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ინტერესი გამოიკვეთა საქართველოში რკინაბეტონის და მეტალოკონსტრუქციების მწარმოებელი ქარხნის დაარსების კუთხით, რაშიც დიდი გამოცდილება აქვს კომპანია „KESZ“-ს უკრაინასა და სერბეთში. ამასთან, „Exim Bank“-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პროექტის განხორციელებისთვის შესაძლოა განხილულ იქნას ბანკის მიერ შესაბამისი დაფინანსების გამოყოფის საკითხი, „საპარტნიორო ფინდის“ თანამონაწილეობით. შეხვედრების დასასრულს, ქართულმა მხარემ  უნგრელი კოლეგები საქართველოში მიიწვია, საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების  ადგილზე შესწავლის მიზნით.

 

 
The Delegation of the Partnership Fund visits Budapest (30-31 JAN 2017)
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ