ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბუდაპეშტში საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა

·   2016 წლის 15-16 დეკემბერს, ქ. ბუდაპეშტში „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ"  შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა.  საქართველოს დელეგაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა გენადი არველაძის შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო მდივანთან იშტვან ლეპშენთან. ორმხრივ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს უნგრული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის - ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის სფეროებში.გენადი არველაძემ და იშტვან ლეპშენმა ყურადღება გაამახვილეს ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებულ დადებით ტენდენციებზე, რომელსაც საქართველოსა და უნგრეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.ამასთან, ქართული მხარე მიესალმა უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებას საქართველოში, კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებისა და ახალი მიმართულებების დამატების შესახებ. აღინიშნა, რომ  აღნიშნული გადაწყვეტილება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეკონომიკური ზრდის, კერძოდ, ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა ხანმოკლე შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის თანათავმჯდომარესთან ლასლო საბოსთან, სადაც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობები.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 9 10 11
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ