ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა

ნატოს მინისტერიალზე შეხვედრის დროს საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმაღლესი დონის ვიზიტების ურთიერთ გაცვლა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მიხეილ ჯანელიძემ და პიტერ სიირატომ ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას. უნგრეთმა დაადასტურა, რომ იგი ერთგული მხარდამჭერი რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების. მინისტრებმა მიმოიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული ტერიტორიების გაძლიერებული მილიტარიზაციის გამო. მინისტრებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის სფეროში და გამოთქვეს მზადყოფნა შესაბამისი სამართლებრივი და პრაქტიკულ ნაბიჯებით ხელ შეუწყონ ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ