ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 20-21 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.  პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად საქართველოში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნულიეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში,ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერ-მინისტრის კაბინეტის უფროსიიანოშ ნაგი იმყოფებოდნენ 

განთავსების თარიღი: 25.04.2017
 

2017 წლის 17 მარტს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო თბილისს  ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ ირაკლი კობახიძეს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

განთავსების თარიღი: 17.03.2017
 

2017 წლის 23 თებერვალს ბუდაპეშტში გაიმართა საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რეგიონალური კონფერენცია (ცენტრალური და სამხრეთ ევროპა და ცენტრალური აზია), რომელსაც დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველო-უნგრეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ბ-ნ გიორგი ხატიძე და უნგრეთში საქართველოს ელჩი ბ-ნ ზაზა კანდელაკი.

განთავსების თარიღი: 24.02.2017
 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მეოთხე კვარტალური ანგარიში. ანგარიში მოიცავს 2016 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.

განთავსების თარიღი: 23.02.2017
 

2017 წლის 16 თებერვალს ქ. ზაგრებში შედგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზაზა კანდელაკის შეხვედრა ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან.

განთავსების თარიღი: 17.02.2017
 

7.02.2017, თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის სახელის გადარქმევის თაობაზე 2017 წლის 9 აპრილს რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით. 

რუსეთის საოკუპაციო ძალამ განიზრახა საქართველოს ძირძველ რეგიონს უწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია“, „ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას“ ანალოგიურად,  რათა მოამზადოს საფუძველი ოკუპირებული რეგიონის უკანონო ანექსიისთვის. რუსეთის ფედერაციამ  ჯერ კიდევ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე ინტერვენციის შემდეგ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევით, აღიარა ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც ეწევა ოკუპირებული ტერიტორიის ფაქტობრივ ანექსიას.  

განთავსების თარიღი: 08.02.2017
 

02.02.2017 ბრიუსელი - ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე.ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.

განთავსების თარიღი: 02.02.2017
 

2017 წლის 30-31 იანვარს შედგა „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ქ. ბუდაპეშტში დ. საგანელიძის ხელმძღვანელობით. დელეგაციამ ქ. ბუდაპეშტში გამართულ „Hotel Investment Conference CEE&Caucasus“-ში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში უძრავი ქონების განვითარებას და ინვესტირებას ეძღვნებოდა.

განთავსების თარიღი: 01.02.2017
 

საქართველო-ხორვატიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

განთავსების თარიღი: 20.01.2017
 

2017 წლის 9 იანვარს უნგრეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის იანოშ ადერისა და მისი მეუღლის სახელით, გაიმართა ტრადიციული საახალწლო მიღება.
მიღებას მეუღლესთან ერთად დაესწრო უნგრეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბაქარ მაკარიძე. მიღებაზე უნგრეთში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ უნგრეთის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები

 

განთავსების თარიღი: 10.01.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ