ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის

ხორვატიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 1 თებერვალს.

 

საქართველოს ელჩები ხორვატიის რესპუბლიკაში:

ზვიად ჭუმბურიძე (01.04.2007-10.10.2007); (რეზიდენციით ქ.ათენი):

ირაკლი თავართქილაძე (10.10.2007-2010 ივლისამდე);(რეზიდენციით ქ.ათენი):

ზვიად ჭუმბურიძე- 01.07.2010 -09.03.2013 (რეზიდენციით ქ.ბუდაპეშტი).

ზაზა კანდელაკი – 12.11.2013 – დღემდე (რეზიდენციით ქ.ბუდაპეშტი).

 

ხორვატიის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ.ათენი):

 

დანიელ ბუჩანი (09.05.2002-22.07.2003);

ტატიანა კრალი დრაგანიჩი (22.07.2003–09.11.2004);

ნევენ მადეი (17.10.2005-2008;)

ვესნა ცვეტკოვიჩ კურელეცი (2010 წლის 23 ივნისიდან - 2012 წლის მარტამდე).

ივან ველიმირ სტარჩევიჩი (2013 წლის 1 ოქტომბრიდან –დღემდე)

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. საქართველოსა და ხორვატიას შორის შეინიშნება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საპარლამენტო ურთიერთბების განვითარების ტენდენცია.

საქართველოსა და ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებობს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის პრაქტიკა, კერძოდ, 2010 წლის 27 ოქტომბერს . თბილისში, ხოლო 2013 წლის 18 იანვარს  ქ. ზაგრებში საქართველოსა და ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები.

 

საქართველო-ხორვატიის სავაჭრო ბრუნვა

(მლნ.აშშ. დოლარი)

წლები

2009

2010

2011

ბრუნვა

5.55

3.52

4.12

ექსპორტი

0.17

0.04

0.005

იმპორტი

5.38

3.48

4.11

 

განხორციელებული ვიზიტები:

 

ხორვატიის მხრიდან:

 

2006 წლის 7–8 მაისი ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სტიეპან მესიჩის ვიზიტი საქართველოში;

2011 წლის 22-24 მარტი – ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერის ლუკა ბებიჩის ვიზიტი საქართველოში.

2012  წლის  15 –18 ოქტომბერი –  ხორვატიის ქ. სპლიტის  ვიცე–მერის იურე შუნდოვის ვიზიტი ბათუმში

 

საქართველოს მხრიდან:

2006 წლის 28-29 მარტი:– საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ხორვატიაში;

2007 6-7 ივლისი – საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  ვიზიტი ხორვატიაში;

2008 წლის ივლისი – საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  ვიზიტი ხორვატიაში;

2010 წლის 16 დეკემბერი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი ხორვატიაში;

2011 წლის 5-7 ივლისი–საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ოფიციალური ვიზიტი ხორვატიაში.

2011 წლის 8 – 9 ივლისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის ვიზიტი

2014 წლის 30 ივნისი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტი.

2015 წლის 23-24 თებერვალი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები:

2010 წლის 27 ოქტომბერი, ქ. თბილისი – ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები დირექტორების დონეზე.

2013 წლის 18 იანვარი,   ქ. ზაგრები -  ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები მინისტრის მოადგილეების დონეზე.

2014 წლის 20 იანვარი – უწყებათაშორისი კონსულტაციები საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი ზაგრებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით.

2016 წლის 31 მაისი-1 ივნისი - უწყებათაშორისი კონსულტაციები -საქართველოს უწყებათაშორისი დელაგაციის ვიზიტი ზაგრებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით.

 

სამართლებრივი ბაზა:

 

თანამშრომლობის ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ;

 

თანამშრომლობის ოქმი ევროპული ინტეგრაციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს შორის;

 

საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;

 

საქართველოს მთავრობასა და ხორვატიის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება;

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      3 4
5 6 7 9 10 11
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ