ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის

 

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის დამყარდა 1992 წლის 14 მაისს

 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები უნგრეთში:

ზაზა კანდელაკი – 05.06.2013 – დღემდე

ზვიად ჭუმბურიძე – 09.03.2009 -09.03.2013  (რეზიდენციით ბუდაპეშტში)

კონსტანტინე ჟღენტი – (საქმეთა რწმუნებული) (2008)

ვიქტორ დოლიძე  – (03.12.2005 -31.12.2007) (რეზიდენციით ქ. ვენა)

გიორგი არსენიშვილი  – (29.12.2001 - 15.07.2004) (რეზიდენციით ქ. ვენა)

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში

შანდორ საბო (Sándor Szabó) – 21.11.2011- დღემდე

გაბორ შაგი (Gábor Sági) – 2008 - 2011 წ.წ.

 უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით . კიევი): 

შანდორ იუჰაზი (Sándor Juhasz) – 2008 წ.

ანდრაშ ბარსონი (Andras Barsony) – 2007 - 2008 წ.წ.

იანოშ ტოტი (Janos Tóth) – 2003 - 2007 წ.წ.

ფერენც კონტრა (Ferenc Kontra) – 2002 - 2003 წ.წ.

ერნო კეშკენი (Ernő Keskeny) – 1999 - 2002 წ.წ.

დიორდ ნანოვსკი (Dyörgy Nanovfzsky) – 1993 - 1999 წ.წ.

თანამშრომლობის სფეროები

 საქართველომ და უნგრეთმა განავითარეს ახლო პარტნიორული ურთიერთობები. უნგრეთი ლობირებს საქართველოს მისწრაფებებს  ევროპულ და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში.  

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. პარლამენტებში შექმნილია  მეგობრობის ჯგუფები.

საქართველო და უნგრეთი ჩართულია პროექტში AGRI, რომელიც ითვალისწინებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) საქართველოდან  შავ ზღვაზე ევროპისკენ ტრანსპორტირებას.

საქართველო და უნგრეთი აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის სფეროში, რაზეც მეტყველებს ბიზნეს–სემინარების ჩატარების ტრადიცია. ქ. თბილისსა და ქ. ბუდაპეშტში 2010-2012 წ.წ. რამდენჯერმე გაიმართა ბიზნეს ფორუმი, რომელშიც საქართველოსა და უნგრეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველო და უნგრეთი ასევე თანამშრომლობენ განათლებისა და კულტურის სფეროებში. 

  სავაჭრო ბრუნვა

(მლნ. აშშ დოლარი)                                 

წლები

2009

2010

2011

2012

 2013 (იანვარი–აპრილი)

ბრუნვა

25.19

28.70

36.55

53.3

  14.3

ექსპორტი

0.25

0.21

2.16

0.3

  0.1

იმპორტი

24.94

28.49

34.39

53.0

  14.2

 

ტურიზმი

უნგრეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება:

წელი

 ვიზიტორთა რაოდენობა

2009

808

2010

836

2011

1 130

2012 1324
2013 (Jan-Apr) 435

 

მნიშვნელოვანი ვიზიტები 

საქართველოს მხრიდან :

2017 წელი

28–30 მაისი - იმერეთის რეგიონის დელეგაციის ვიზიტი ვაშის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით;

2-5 მაისი - საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უნგრეტში ვიზიტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით;

2016 წელი

29-30 მარტი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში.

2015 წელი

28-29 ოქტომბერი - საქართველო-უნგრეთის ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მესამე სხდომა (ბუდაპეშტი)

15 აპრილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ვიზიტი უნგრეთში; 

9-10 თებერვალი - საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში;

23 იანვარი - საქართველოს საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში

2014 წელი

17–18 თებერვალი -  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ბუდაპეშტში მინისტრის მოადგილის  მიხეილ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით

12–14 თებერვალი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში;

2013 წელი

3–5 აპრილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში;

13–14 მაისი –საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში;

10-11 დეკემბერი- საქართველო–უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის პირველი სხდომა და საქართველო–უნგრეთის ერთობლივი ბიზნეს ფორუმი;

17–18 დეკემბერი – ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის;

19-20 დეკემბერი –  უწყებათშორისი კონსულტაციები – საქართველოს უწყებათშორისი დელეგაციის ვიზიტი უნგრეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით;

2012 წელი

16  თებერვალი –  პრემიერ–მინისტრის ნიკა გილაურის ვიზიტი უნგრეთში;

21 მარტი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  ვერა ქობალიას სამუშაო ვიზიტი უნგრეთში.

11–12 აპრილი – თბილისის მერის გიგი უგულავას ვიზიტი უნგრეთში;

12  აპრილი – საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი უნგრეთში;

17–18 მაისი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში;

2011 წელი

22-23 მაისი – პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში;

3-4 ოქტომბერი – შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის ოფიციალური  ვიზიტი უნგრეთში;

2010 წელი

2 მარტი – ვიცე პრემიერ–მინისტრის, ევროპულ და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ვიზიტი ბუდაპეშტში გამართული ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წეევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში;

2009 წელი

20-21 ოქტომბერი – საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში;

უნგრეთის მხრიდან:

2017 წელი

20-21 აპრილი - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

17 მარტი - უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

 

2015 წელი

1-4 თებერვალი - უნგრეთის ქ. სომბათჰეის მერის ტივადარ პუშკაშის ვიზიტი ქუთაისში

2014 წელი

19 ნოემბერი - უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის იშტვან მიკოლას ვიზიტი საქართველოში.

7 ნოემბერი – უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის ბ–ნ პეტერ სიიარტოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

30-31 ოქტომბერი - საქართველოს და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა (თბილისი)

·    28-29 მაისი – უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორის ბ–ნ საბოლჩ ტაკაჩის ვიზიტი საქართველოში „ვიშეგრადის ოთხეულის" საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან ერთად (უნგრეთის „ვიშეგრადის ოთხეულის" თავმჯდომარეობის ფორმატში)

2013 წელი

30 სექტემბერი – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა საკითხებში უნგრეთის პრემიერ–მინისტრის კაბინეტის სახელმწიფო მდივნის ბ–ნ პიტერ სიიარტოს  ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

2012 წელი

 26–27 სექტემბერი – უნგრეთის პრემიერ–მინისტრის ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

26-27 ნოემბერი - უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შანდორ პინტერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

2011 წელი

2–5 მაისი – ბუდაპეშტის მერის იშტვან ტარლოშის ვიზიტი საქართველოში;

19-21 მაისი – ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ლასლო კოვერის (László Kövér) ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

2009 ლი

8 ოქტომბერი – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის იენო ფალერის ვიზიტი;

2006 ლი

24 იანვარი  - უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს  პოლიტიკური სახელმწიფო მდივნის, ბ-ნი ანდრაშ ბარსონის ვიზიტი თბილისში.

საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები:

2009 წლის ოქტომბერი, ქ. თბილისი;

2010 წლის 19-20 ოქტომბერი, ქ. ბუდაპეშტი.

სამართლებრივი ბაზა:

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შესახებ შეთანხმება;   (მოსკოვი, 2.11.1992)

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო ურთიერთმიმოსვლის წესის შესახებ შეთანხმება; (თბილისი, 29.09.1997)

უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი; (ბუდაპეშტი, 2009 ოქტ.)

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება; (ბუდაპეშტი, 16.02.2012)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული რესურსების სამინისტროს შორის ჯანმრთელობისა და მედიცინის სფეროში შეთანხმება; (თბილისი, 10.05. 2012)

ურთიერთგაგების მემორანდუმი უნგრეთის სოფლის განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (თბილისი, 27.09.2012 წ)

საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (თბილისი 27.11.2012)

ოქმი საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წლის 22 ნოემბერს ხელმოწერილი რეადმისიის შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით (თბილისი 27.11.2012)

შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ბუდაპეშტი 4.04.2013)

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (ბუდაპეშტი 14.05.2013)

შეთანხმება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ბუდაპეშტი 14.05.2013)

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის სახმელეთო გზებით მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო ტრანსპორტირების შესახებ (თბილისი 30.09.2013)

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (თბილისი 30.09.2013)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2014–2016 წლებში საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა (ბუდაპეშტი 26.03.2014)

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და უნგრეთის ადამიანური რესურსების მართვის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი (ბუდაპეშტი, 10.02.2015)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი (ბუდაპეშტი, 10.02.2015)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმება (თბილისი, 21.04.2017)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი (თბილისი, 21.04.2017)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ინვესტიციების წახალისების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი (თბილისი, 21.04.2017)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია (თბილისი, 21.04.2017)

დამატებითი ოქმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის საგანმანთლებლო გაცვლით პროგრამაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით (თბილისი, 21.04.2017)

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
11 12 13 15 17
18 19 20 21 22 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ