საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების ჩინეთიდან საქართველოში ტრანსპორტირება უნგრეთის მთავრობის დახმარებით განხორციელდა

სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოშია
🇨🇳 ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა და 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა.
ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი ვაქცინა , რომლის ტრანსპორტირებაც საქართველოსთვის უნგრულმა მხარემ განახორციელა, თბილისში ჩამოვიდა. 🇨🇳 🇭🇺 🇬🇪
🔹ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ლი იენი დახვდნენ. უნგრელ კოლეგას სამედიცინო ტვირთის საქართველოში ტრანსპორტირებისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერიმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
🔹ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოვაკის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში და ის 22 ქვეყანაშია აღიარებული. ჩინური ვაქცინა გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვ.
💉ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.
🔹ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში 93 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული.
🗓ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში.
🔹ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.
🔊აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
✔️ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.