საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ონლაინ შეხვედრა "სტუდენტური პარლამენტის" წარმომადგენლებთან

2021 წლის 28 აპრილს საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს „სტუდენტური პარლამენტის“ წარმომადგენლებთან.

ელჩმა „სტუდენტური პარლამენტის“ წევრებს გააცნო უნგრეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები და პრიორიტეტები, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში საქართველოსა და უნგრეთის ორმხრივ თანამშრომლობაზე და ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

აღინიშნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.