საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკას ეწვია

2021 წლის 30-31 მარტს საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ზაგრებში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ვლადიმირ დრიბნიაკთან,  პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში მარიო შკუნცასთან,  ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ფრანო მატუშიჩთან, ევრაზიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, აზიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორთან დუნია სიჩაიასთან, ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან დავორ დრეტართან და ხორვატიის რესპუბლიკის ეკონომიკის პალატის ვიცე პრეზიდენტთან ივან ბარბარიჩთან.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა საპარლამენტო სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და  წლის განმავლობაში მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ პოლიტიკური კონსულტაციის ფორმატის გაგრძელებაზე. აქცენტი გაკეთდააღმოსავლეთ პარტნიორობისმომავალ სამიტზე. საუბარი ასევე შეეხო კავკასიის რეგიონში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, გლობალური პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს და ამ კუთხით თანამშრომლობის შესაძლებლობებს.  

ხორვატიის მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრებს ესწრებოდა საელჩოს უფროსი მრჩეველი ბაქარ მაკარიძე.