საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიპლომების გადაცემის ცერემონია ბუდაპეშტის ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში

დღეს ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში (BME) გამართულ დიპლომების გადაცემის ცერემონიას. საერთაშორისო კურსდამთავრებულებს შორის იყვნენ სტუდენტები საქართველოდან.
ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი (დაარსდა 1782 წელს) ოთხი ნობელის პრემიის ლაურეატისა და არაერთი გამოჩენილი მეცნიერის სახელთან ასოცირდება. BME უნგრეთის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტია, რომელიც ცნობილია უცხოეთში სამეცნიერო შედეგებით.
უნივერსიტეტში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.