საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

2020 წლის 6 თებერვალს საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ანდრაშ ბარანისთან.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების საკითხები. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ოთხეულის ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივებზე.