საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს შეხვდა

2020 წლის 24 იანვარს საქართველოს საელჩოში შედგა ელჩის ზაალ გოგსაძის შეხვედრა უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩთან რუსუდან მარგიანთან.
შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა საქართველოს ელჩს გააცნო საკუთარი გეგმები და წარუდგინა წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები.
საქართველოს ელჩმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ახალგაზრდა ელჩს და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.