საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიასპორული ვებ პორტალის "ქართული დიასპორა" შესახებ

 

ძვირფასო თანამემამულენო, როგორც 2019 წლის ივლისში ვიუწყებოდით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის შედეგად და ევროკავშირის მხარდაჭერით, შეიქმნა დიასპორული ვებ პორტალი http://gda.ge/ ქართული დიასპორა.

პორტალის სლოგანია „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“, მიზანი კი არის ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ქართული დიასპორის განვითარების ხელშეწყობა.

 

 

ზემოახღნიშნული ვებგვერდი გახლავთ ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული და მომხმარებელზე ორიენტირებული ინფორმაციისა და სერვისების მიმწოდებელი ერთადერთი დიასპორული პლატფორმა ქართულ ვებ სივრცეში (დღეის მდგომარეობით).

პორტალის სამიზნე აუდიტორიაში იგულისხმება როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებები, ასევე ბიზნეს სექტორი, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებსაც პორტალის მეშვეობით აქვთ შესაძლებლობა ერთმანეთთან დაამყარონ ურთიერთასარგებლიანობაზე დაფუძნებული კავშირები.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს:  http://gda.ge/