საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუდაპეშტში მოღვაწე ქართველ ხელოვანს იკას პრემია გადაეცა

ბუდაპეშტში მოღვაწე ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი ხელოვანი სოფო მაღალაშვილი დაჯილდოვდა იკას პრემიით 2019 ნომინაციაში "საერთაშორისო აღმოჩენა!"
Ika Award - პრემია იკა 2018 წელს თბილისში დაარსდა ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივირებისა და მათი შემოქმედების აღიარების მიზნით. სოფო მაღალაშვილი, რომელიც ზემოაღნიშნულ პრემიაზე უნგრეთში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა წარდგენილი, პირველი ხელოვანია, რომელმაც პრემია ამ ნომინაციაში მოიპოვა. 

ვულოცავთ სოფოს დამსახურებულ წარმატებას!