საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინო ბალატონფურედის ღვინის ფესტივალზე

2019 წლის 14 დეკემბერს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა ბაქარ მაკარიძემ მონაწილეობა მიიღო უნგრეთის ქალაქ ბალატონფურედში გამართულ ყოველწლიურ ღვინის ფესტივალში, რომელიც საქართველოში უნგრეთის ელჩის ვიქტორია ჰორვატის პატრონაჟით გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში გამართული ღვინის დეგუსტაციაზე, კომპანიის „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ხელშეწყობით, წარმოდგენილ იქნა ქართული ღვინოები.
ბაქარ მაკარიძემ უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან ერთად ესაუბრა ქართული ღვინის უნიკალურობაზე, სუფრის ტრადიციებსა და მრავალფეროვნებაზე.
ფესტივალზე წარმოდგენილმა ქართულმა ღვინოებმა ღონისძიების სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. უნგრელი მეღვინეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიით და გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვეს.