საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერისთვის“ აპლიკაციების მიღება დაიწყო

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ლუვენის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს ქართველოლოგიის VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეთა შესარჩევად. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეეძლებათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიეროკვლევით მიმართულებებს (კლასიკური და/ან ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, სხვ.).

VI საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდება 2020 წლის 15- 24 ივლისს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. სკოლისა და კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით. დაგეგმილია საპრეზენტაციო სესია, რომელზეც მოხსენებებით წარსდგებიან სკოლის ქართველი და უცხოელი მონაწილეები. 

პროექტი უზრუნველყოფს მსმენელების დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს; არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების მგზავრობის ხარჯს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 თებერვლამდე უნდა გაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე.

E-mail: [email protected]

www.summerschool.manuscript.ge

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მ. ალექსიძის 1/30193, თბილისი, საქართველო

[email protected]

საკონტაქტო პირი: დოქტ. ირინა გოგონაია, პროექტის კოორდინატორი სამეცნიერო თანამშრომლობისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ტელ.: 577 79 54 54  E-mail: [email protected]