საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა უნგრელ ქართველოლოგს ჰაინალკა ბაბირაკს ჯილდო გადასცა

დღეს საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ უნგრელ ქართველოლოგს ჰაინალკა ბაბირაკს ოფიციალურად გადასცა ჯილდო „საქართველოს უცხოელი მოეგობარი, “ რომელიც მას მიმდინარე წლის მაისში მიენიჭა თბილისში გამართულ ღონისძიებაზე „დიასპორისა და საქართველოს უცხოელი მეგობრების განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“.

ზემოაღნიშნული ჯილდო უნგრელ ქართველოლოგს საზღვარგარეთ საქართველოს წარმოჩენისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის  მიენიჭა. 

ქ-ნი ჰაინალკა ბაბირაკი, ლიტერატურათმცოდნე, ქართველოლოგი, მთარგმნელი და პოეტი, 20 წელიწადზე მეტია რაც აქტიურად იღვწის ქართულ-უნგრული კულტურული კავშირების განსამტკიცებლად. ჰ. ბაბირაკი არის საქართველოსადმი მიძღვნილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა თუ პუბლიკაციის ავტორი, უნგრულ ენაზე თარგმნილი აქვს ქართული პოეზია.