საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში ქართული საღამო გაიმართა

ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტებმა ელენე ენუქიძის თაოსნობით, ქართული საღამო ჩაატარეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. 

ქართველმა სტუდენტებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს საქართველოს ისტორიის, კულტურის, სამზარეულოსა და ტრადიციების შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა თემატური შემეცნებითი ვიქტორინა აუდიტორიის ჩართულობით. ვიქტორინის გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები - ქართული ტრადიციული სუვენირები, ღვინო და ბუდაპეშტში მოქმედი ქართული რესტორნის „ხაჭაპურის“ ვაუჩერები. 

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასში და დაეგემოვნებინათ ქართული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები. 

ღონისძიებას საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ .