საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამძიმარი იანოშ ხორვატის გარდაცვალების გამო

საქართველოს საელჩომ ღრმა მწუხარებით შეიტყო უნგრელ-ამერიკელი პოლიტიკოსის, უნგრეთის ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობის წევრის იანო ორვიტის გარდაცვალების შესახებ.

ბ-ნი იანოშ ხორვატი 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის შემდეგ  ემიგრაციაში  აშშ-ში გაემგზავრა და მხოლოდ კომუნიზმის დაცემის შემდეგ 1997 წელს დაბრუნდა უნგრეთში, სადაც იგი კორვინუსის უნივერსიტეტში მუშაობდა მიწვეულ პროფესორად. 1998 წელს იანოშ ხორვატი უნგრეთის პარლამენტში აირჩიეს. მან რეკორდი მოხსნა როგორც უნგრეთის პარლამენტის როგორც ყველაზე ახალგაზრდა (1945 წელს) და ყველაზე უხუცესმა (2003 წელს) წევრმა.

იანოშ ხორვატი იყო საქართველოს დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი.

2011 წელს იგი დაჯილდოვდა საელჩოს მედლით „საქართველოს მეგობარი“  საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული კავშირების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. 

საქართველოს საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ბ-ნ იანოშ ხორვატის ოჯახს.