საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა

2019 წლის 16 ოქტომბერს ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბუდაპეშტი) ზაალ გოგსაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან გორდან გრლიჩ რადმანთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული კარგი ურთიერთობები და მოხდა აზრთა გაცვლა თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2020 წლის პირველ ნახევარში ხორვატიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. 

აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროების შესახებ.