საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მონტენეგროს ქ. ბარში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 9 ოქტომბერს  . ბარში გაიმართა საქართველოს საპატიო საკონსულოს გაოფიციალური გახსნის ცერემონია.

საპატიო საკონსულო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ღონისძიებას ესწრებოდნენ მონტენეგროს პოლიტიკური და ბიზნეს წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

მისმა მონტენეგროელმა კოლეგამ ივან ბრაიოვიჩმა გახსნეს.

ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანიების სპიკერებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, ხაზი გაუსვეს  საპატიო საკონსულოს როლს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობების განვითარების კუთხით და წარმატება უსურვეს საქართველოს საპატიო კონსულს რადე ვუიაჩიჩს მის მომავალ საქმიანობაში.

ცერემონიის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მედალი ,,გენერალი კვინიტაძეგადასცა მონტენეგროს შეიარაღებული ძალების ქვეითი ბატალიონის ასეულის მეთაურს, მაიორ ვლადო ბულაიჩს, ქართულ-ამერიკულ სწავლებაში ,,AGILE SPIRIT 2019” აქტიური მონაწილეობისათვის.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა ქართული საღამო, სადაც სტუმრებს  შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო.