საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს და უნგრეთის ელჩები საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ

საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ.  

ვიზიტის მიზანს ცენტრის დირექტირთან ზაალ აბაშიძესთან შეხვედრა და ცენტრის არქივებში დაცული კოლექციების,  კერძოდ, "ვეფხისტყაოსნის" მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული მინიატურების მონახულება იყო. 

მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბუდაპეშტში "ვეფხისტყაოსნის" ზიჩისეული ორიგინალი მინიატურების გამოფენის ორგანიზების შესახებ.