საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი უნგრეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

2018 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ელჩ ზაალ გოგსაძე შეხვდა უნგრეთის იუსტიციის მინისტრ ლასლო ტროჩანის.

შეხვედრის დროს ძირითადი ყურადღება დაეთმო უნგრეთის იუსტიციის მინისტრის მომავალ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რაც 2018 წლის 14-16 დეკემბერს გაიმართება. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებსსაქართველოს ელჩმა მინისტრი ტროჩანი საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მიიწვია. შეხვედრდაესწრო საელჩოს უფროსი მრჩეველი ბაქარ მაკარიძე.