საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუდაპეშტში ავიაკომპანიის „MyWay Airlines” საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა

2018 წლის 16 ნოემბერს ბუდაპეშტში მდებარე ქართულ რესტორანშიარაგვიბუდაპეშტის აეროპორტისა და ქართული ავიაკომპანიის „MyWay Airlines” ორგანიზებითა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა „MyWay Airlines” საპრეზენტაციო ღონისძიება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის წამყვანი ტუროპერატორები, ტურისტული სააგენტოებისა და უნგრული მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა - ზაალ გოგსაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ისაუბრა საქართველოში ტურისტთა რაოდენობის მზარდ ტენდენციაზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, ხაზი გაუსვა დიდ საერთაშორისო ინტერესს საქართველოს მიმართ და ღონისძიების უნგრელი სტუმრები საქართველოში სამოგზაუროდ მოიწვია.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მრავალფეროვანი ქართული ტრადიციული კერძები.