საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუდაპეშტის აეროპორტმა "მაივეი ეარლაინს"-ის პირველი რეისი მიიღო

2018 წლის 28 ოქტომბერს ბუდაპეშტის აეროპორტში გაიმართა ქართული ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინს"-ის საინაუგურაციო რეისის (თბილისი-ბუდაპეშტი) საზეიმო დახვედრის ცერემონია.

ცერემონიას დაესწრო საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული - ბაქარ მაკარიძე.

ქართული ავიაკომპანია თბილისსა და ბუდაპეშტს შორის  რეგულარულ პირდაპირფრენებს კვირაში ორჯერ განახორციელებს.

საქართველოს საელჩო  "მაივეი ეარლაინს" უსურვებს წარმატებებს, უღრუბლო ცასა და უსაფრთხო ფრენებს!