საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუდაპეშტში "მანდარინების" ჩვენება გაიმართა

2018 წლის 28 სექტემბერს  რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან  დაკავშირებით და სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად,  საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ბუდაპეშტში პოლონეთისა და ესტონეთის საელჩოებისა და კულტურის ინსტიტუტების მხარდაჭერით, გაიმართა ქართულ-ესტონური ფილმის „მანდარინები“ჩვენება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნგრეთის პოლიტიკური და კულტურული წრეების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები. 
დამსწრე საზოგადოებისადმი მისასალმებელ მიმართვაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ბაქარ მაკარიძემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმოებული უკანონო ქმედებებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  ვითარებაზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბუდაპეშტში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ასოცირებულმა პოლონურმა ინსტიტუტმა საქართველოს საელჩოს უსასყიდლოდ გამოუყო დარბაზი ზემოაღნიშნული ღონისძიების ჩასატარებლად.