საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკას ეწვია

2018 წლის 3 ივლისს საქართველოს ელჩი - ზაზა კანდელაკი სამუშაო ვიზიტით ეწვია ზაგრებს.

ხორვატიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართვლოს ელჩმა ბ-ნ ზაზა კანდელაკმა შეხვედრები გამართა ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის გარემოსა და ბუნების კონსერვაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან - მიჰაელ ზმაილოვიჩთან და ქ. იასტრებარსკოს მერთან ბ-მ ზვონიმირ ნოვოსელთან.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ხორვატიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით თანამშრომლობის განვითარებისა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების შესაძლებლობის საკითხები.

ელჩმა ასევე მოინახულა ქ. იასტრებარკოში მომქედი ტომაჩის საოჯახო მარანი და ივანიჩიჩების საოჯახო კომპანია, რომლებიც ეწევიან ქართული ქვევრის იმპორტს ხორვატიაში.