საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბუდაპეშტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი აღინიშნა

2018 წლის 8 ივნისს ბუდაპეშტში მდებარე სასტუმრო „Corinthia”-ს დიდ სამეჯლისო დარბაზში გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება და ლონდონში მოღვაწე ქართველი პიანისტის ლუკა ოქროსცვარიძის კონცერტი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  უნგრეთის პოლიტიკური, კულტურული, აკადემიური და სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და უნგრეთში მცხოვრები თანამემამულეები.

საქართველოს ელჩმა ბ-ნ ზაზა კანდელაკმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე, ქვეყაშდღეს არსებულ გამოწვევებზე,   საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე  და ამ პროცესში უნგრეთის მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე

ღონისძიების საპატიო სტუმარმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბ-ნ ჟოლტ ჩუტორამ საქართველოს მიულოცა მნიშვნელოვანი იუბილე, ასიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკას და კვლავ დაადასტურა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენტიტისა და ტერიტორიული მთლინობისადმი ასევე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისადმი.

ოფიცალური ნაწილის დასრულების შემდეგ ლონდონში მოღვაწე ნიჭიერმა ახლგაზრდა ქართველმა პიანისტმა ლუკა ოქროსცვარიძემ (Luka Okros) შეასრულა შუბერტის, შოპენის, დებიუსის, რახმანინოვისა და ლისტის ნაწარმოებები. კონცერტის ფარგლებში მან ასევე წარმოადგინა საკუთარი კომპოზიცია. ქართველი პიანისტის საშემსრულებლო ხელოვნებამ დამსწრე საზოგადოების მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა. 

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები, რომელიც მომზადდა ბუდაპეშტში მდებარე ქართული რესტორნის „არაგვი“-ს მიერ.